ოფიციალურად: ბენიამინ შეშკო წვივის ტრავმის გამო მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს. ინფორმაციას მანჩესტერ იუნაიტედი ადასტურებს.

სლოვენიელმა ფორვარდმა ტრავმა 16 სექტემბერს მიიღო. საწყის ეტაპზე, იყო ვარაუდი, რომ დაზიანება მსუბუქი აღოჩნდებოდა და შეშკო მოედანს მალე დაუბრუნდებოდა, თუმცა ფეხბურთელისთვის სამწუხაროდ, საქმე სერიოზულ ტრავმასთან გვაქვს.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, 23 წლის ფორვარდი ვარჯიშს იანვრის თვეში განაახლებს.











