ხორვატიამ 23 წლამდე მოკრივეთა შორის კონტინენტის პირველობას უმასპინძლა. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
70 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი ზვიად ჭოჭუა გახდა. მან ფინალამდე შოტლანდიელი, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე სპორტსმენი, თურქი და ირლანდიელი მეტოქეები დაამარცხა, ფინალი კი აზერბაიჯანელ ნიჯატ ალირზაევთან დათმო და ვერცხლს დაეუფლა.
ბრინჯაოს მედალი საბა კვინიკაძემ (85 კგ) მოიპოვა. მერვედფინალურ და მეოთხედფინალურ შეხვედრებში მან ხორვატი და სლოვაკი მეტოქეები დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალი დათმო და ბრინჯაოს დასჯერდა.















