მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა, ფაბიო კანავარომ, ვირჯილ ვან დაიკის მომავალზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ნიდერლანდელი მცველი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს. მისი თქმით, ლივერპულის კაპიტანს იტალიის ჩემპიონატში თამაშის სურვილი თავადაც გამოუთქვამს.
"ვირჯილ ვან დაიკმა მითხრა, რომ ერთ დღეს სერია A-ში თამაში სურს. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ის მილანში გადავიდეს“, - განაცხადა კანავარომ La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას.
როგორც უკვე გაცნობეთ, ვან დაიკი მილანის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება 2027 წლის ზაფხულში, იმ შემთხვევაში, თუ მცველი ლივერპულთან ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს და თავისუფალი აგენტი გახდება. ჯერი კარდინალეს ნიდერლანდელის დამატება ძალიან სურს და ამერიკელი ინვესტორი მომავალი ზაფხულისთვის ამ ტრანსფერს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

















