რამდენიმე დღის წინ, ვილიარეალის ქართველმა ფორვარდმა ჟორჟ მიქაუტაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ მისი სურვილი დიდ გუნდში, თუნდაც ბარსელონაში თამაშია და ამისთვის მზად არის.
მის ამ კომენტარს ვილიარეალის თავკაცი ინიგო პერესი გამოეხმაურა და მიქაუტაძეზე ისაუბრა.
„მგონია, რომ გიორგის შემთხვევაში მისი ინდივიდუალური მდგომარეობა ძალიან ჰგავს იმას, რაც მთლიანად გუნდს ემართება. ყველანი ვხედავთ ვილიარეალში და თავად გიორგიში იმ პოტენციალს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ გამოვლენილა.
როცა ეს ფეხბურთელები თავიანთ თავს იპოვიან და საკუთარ დონეს აჩვენებენ, ამას მთელი გუნდიც იგრძნობს. ჩვენი საქმეა, გიორგის დავეხმაროთ, რომ თავის დონეს მიაღწიოს.
თუ მისი ოცნება დიდ გუნდში თამაშია, იმედი მაქვს, ამას მიაღწევს და ყველანი ერთად ვიზეიმებთ - ოღონდ მანამდე წარმატებას ვილიარეალში უნდა მიაღწიოს.“, - განაცხადა ვილიარეალის თავკაცმა.











