ხვალ გაიმართება საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრა პსჟ-სა და ნიცას შორის. მატჩის წინ კომენტარი პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ გააკეთა და უსმან დემბელეს მდგომარეობაზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ერთი თვე გავიდა, რაც დემბელეს არ უთამაშია. ენრიკემ კი მის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია გვამცნო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი უსმანთან დაკავშირებით ის არის, დავინახოთ, იღიმის თუ არა ის ვარჯიშზე“, - განაცხადა ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე.
„თუ მას ვარჯიში და ვარჯიშით სიამოვნების მიღება სურს, ეს საუკეთესო გზაა იმის გასაგებად, არის თუ არა მზად. რაც ამ კვირაში ვნახე, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კარგადაა. როგორც ფეხბურთის გულშემატკივრისთვის, ჩემთვის ნამდვილი სიამოვნებაა ოუსმან დემბელეს მოედანზე ხილვა.“
მოგეხსენებათ, ტრავმის გამო დემბელე სანაკრებო პაუზაზე ვერც საფრანგეთის ნაკრებს ვერ დაეხმარა.











