გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის მატჩი დარმშტადტსა და ჰაიდენჰაიმს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო ჰაიდენჰაიმის ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც თავისი გუნდის ერთადერთი გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ბუდუმ თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა. მან გოლი სანაკრებო პაუზამდე, ჰანოვერის წინააღმდეგაც გაიტანა.
12 ტურის შემდეგ, ჰაიდენჰაიმს 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს.











