ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ბარსელონა ვილიარეალს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლასი 3:2 გაიმარჯვა.
აღნიშნულ მატჩში, კატალონიელთა ესპანელმა შემტევმა ლამინ იამალმა თერთმეტმეტრიანი გააცუდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ერთ-ერთი ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი დევიდ სანჩესი თვლის, რომ ფლიკს იამალის ეგოზე ბევრი სამუშაო აქვს.
"დღესდღეობით, იამალი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და რასაც ის ამ ასაკში აკეთებს, უბრალოდ წარმოუდგენელია.
იამალმა რომ კარიერა დღესვე დაასრულოს, ის უკვე დარჩება მსოფლიო ფეხბურთის და სპორტის ისტორიის ნაწილად, თუმცა აქ სხვა პრობლემაა.
ბარსელონაში იამალი არ არის პენალტების მთავარი შემსრულებელი. ეს რაფინიას უკეთ გამოსდის.ჰანსი ფლიკის მოვალეობაა, ლამინთან ისაუბროს, მის ეგოზე იმუშაოს და დაარწმუნოს, რომ გუნდისთვის პენალტების გატანა მნიშვნელოვანია.
რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, იამალი ამ სპორტში გამორჩეულია,მაგრამ თამაშის ყველა კომპონენტში არა.ბარსელონაში რაფინია პენალტებს ლამინზე უკეთ ასრულებს, ამიტომ პენალტებს სწორედ ბრაზილიელი უნდა ურტყამდეს", - განაცხადა სანჩესმა.











