უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო თბილისის 19 წლამდე გუნდი კოპენჰაგენს დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დინამოელთა ახალგაზრდა შემტევი თორნიკე კვარაცხელია გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა მიითვალა.
განსაკუთრებით ლამაზი თორნიკეს მიერ გატანილი მეორე გოლი იყო. მისი გასრულა ხვიჩა კვარაცხელიას გაგვახსენებს.
პარიზული გამოცემა თორნიკე კვარაცხელიას გოლს ასე ეხმაურება.
"კვარამანია - არ ვიცი, ნახეთ თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმის გოლი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მან ზუსტად ისეთივე გოლი გაიტანა, როგორიც მის ძმას შეეფერება.
თორნიკემ ბურთი შორეულ კუთხეში გაუშვა, მეკარეს შანსი არ დაუტოვა და გოლის მისი ძმის სტილში აღნიშნა. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ დიდია კვარაცხელიას ნიჭი", - წერს Paris Sinse1970.






![[VIDEO] "უბრალოდ მინდოდა სიამოვნების მიღება და ეს შევძელი", - მამარდაშვილი ჩელსისთან გამარჯვების შემდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FBpisqCSi4tbNfjmDpIh8P2fud3y8gDVq.jpg&w=3840&q=75)




