დადასტურებულად - რეალ მადრიდი ხაკობო რამონს 2027 წელს დაიბრუნებს! გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება.
ჟოზე მოურინიომ თანხმობა უკვე განაცხადა, სამეფო კლუბი 21 წლის მცველის სანაცვლოდ კომოს დაახლოებით €9 მილიონს გადაუხდის და ახალგაზრდა ფეხბურთელს ესპანეთში ახალი სეზონის დაწყებამდე დაიბრუნებს.

პოზიციით ცენტრალური მცველი კომოში 2025 წელს გადაბარგდა, სადაც მალევე იქცა გუნდის ერთ-ერთ შეუცვლელ წევრად. ამ ყველაფერს კი რეალ მადრიდში ყურადღებით აკვირდებიან. სამეფო კლუბში ფიქრობენ, რომ ესპანელი მცველის დაბრუნებით დაცვის ხაზი საგრძნობლად გაძლიერდება.
შეგახსენებთ, რეალ მადრიდმა რამონს კონტრაქტში უკან დაბრუნების, ე.წ. buy-back პუნქტი ჩაუწერა, რომლის გააქტიურების შემდეგაც ესპანელი ფეხბურთელი მადრიდულ გრანდში მარტივად დაბრუნდება.
















![[VIDEO] "უბრალოდ მინდოდა სიამოვნების მიღება და ეს შევძელი", - მამარდაშვილი ჩელსისთან გამარჯვების შემდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FBpisqCSi4tbNfjmDpIh8P2fud3y8gDVq.jpg&w=3840&q=75)
