პსჟ-ს მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს 2026 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ჰკითხეს, რომლის გამარჯვებულიც ჰარი კეინი გახდა.
მოგეხსენებათ, 30 ნომინანტს შორის პსჟ-ს 10 ფეხბურთელი იყო მოხვედრილი, თუმცა საუკეთესო ხუთეულში შესვლა ვერცერთმა მათგანმა შეძლო.
"როგორია ჩემი პოზიცია ოქროს ბურთზე? - უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ დასრულდა, მეტს ვერაფერს ვიტყვი.
ისე კი, ვფიქრობ, ვიტინიას საოცარი სეზონი ჰქონდა, ჩვენთვის განსაკუთრებული მოთამაშეა და უფრო მაღალ პოზიციას იმსახურებდა", - განაცხადა ენრიკემ.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ოქტოს ბურთის სიაში მე-14 ადგილი დაიკავა. პარიზელებიდან ყველაზე მაღალი პოზიცია ხვიჩა კვარაცხელიას აქვს - მე-6 ადგილი.





![[VIDEO] "უბრალოდ მინდოდა სიამოვნების მიღება და ეს შევძელი", - მამარდაშვილი ჩელსისთან გამარჯვების შემდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FBpisqCSi4tbNfjmDpIh8P2fud3y8gDVq.jpg&w=3840&q=75)





