პეპ გუარდიოლამ რომარიო დე სოუზა ფარიასთან ინტერვიუში საუკეთესო ნაკრები დაასახელა. ტიტულოვანი მწვრთნელის განცხადებით, უკვე დიდი ხანია, რაც ნომერ 1 ეროვნული გუნდი ჰყავს ესპანეთს, თანაც უკონკურენტოდ. ბარსელონას ექს-დამრიგებელმა განმარტა ისიც, რომ ეს ეხება ევროპაში არა მხოლოდ ფეხბურთს, არამედ კალათბურთსა და ხელბურთსაც.
"ესპანეთზე კარგად ფეხბურთს არავინ თამაშობს. არიან უკონკურენტოდ საუკეთესოები და ეს შემთხვევითი არ არის. ბავშვების განვითარება საფეხბურთო აკადემიებში იწყება 7-8 წლიდან და ყველას 1 სისტემა აქვს. დიდი ხანია ასეა, ყველაფერი კი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა "ლა როხას" 1-ელი მუნდიალიც არ ჰქონდა მოგებული.
გადაავლეთ თვალი უახლოეს ეპოქაში დაფიქსირებულ შედეგებს - თითქმის ყოველ ტურნირზე ჩემპიონობა, ფინალი ან ნახევარფინალი. ეს ეხება არა მხოლოდ ფეხბურთს, არამედ, კალათბურთსა და ხელბურთსაც", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.






![[VIDEO] როცა გოლს მოედნის საფარი იტანს - კოლიმორის საქმე ბრუნომ გააგრძელა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FNpJhW5dogcHVBBUwhzE3igqOVozj0rn7.jpg&w=3840&q=75)




