მანჩესტერ იუნაიტედის სპორტინგ ლისაბონთან სტუმრობას მატჩის მიმდინარეობისას თან არაერთი უცნაური ეპიზოდი ახლდა. ერთ-ერთი ასეთი იყო ბრუნო ფერნანდეშის გოლი, რომელიც მან მოედნის საფარის უსწორმასწორობის ხარჯზე შეაგდო. ბალახმა ბურთს შეუცვალა ტრაექტორია და ხტომის სიმაღლე, რის შედეგადაც "ლომების" გოლკიპერი, კაიკე პერეირა უშანსოდ აღმოჩნდა.
ფეხბურთის სტაჟიანმა გულშემატკივრებმა უმალვე გაიხსენეს ლივერპულის თავდამსხმელის, სტენ კოლიმორის გოლი ბლექბერნ როვერსის კარში, რომელიც მსგავს ვითარებაში გავიდა. ინგლისელი ფორვარდის "შედევრი" დღემდე ითვლება ალბიონური ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ მოვლენად და როგორც ვხედავთ, ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ესტაფეტა მისგან პორტუგალიელმა ფლეიმეიქერმა გადაიბარა.
This angle of Bruno Fernandes second goal against Sporting, what was the goal keeper really thinking!😅 https://t.co/cAveOxCtVU
— Robbens ⚽️ (@RobbensBall) November 25, 2026
![[VIDEO] როცა გოლს მოედნის საფარი იტანს - კოლიმორის საქმე ბრუნომ გააგრძელა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FNpJhW5dogcHVBBUwhzE3igqOVozj0rn7.jpg&w=3840&q=75)










