საქართველოს მორაგბეთა 18-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდებს დაძაბულ ბრძოლაში 24:19 სძლია და ფინალში ზედიზედ მე-11-ედ ითამაშებს. მეტოქემ, რომელმაც 1/4-ფინალში პორტუგალია 20:15 დაამარცხა, დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და მთელ რიგ კომპონენტებში პრობლემები შეგვიქმნა. მიუხედავად ამისა, დასკვნით წუთებში ჩვენმა გუნდმა მობილიზება მოახერხა, სასურველი ანგარიში შეინარჩუნა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველთაგანლელოები საბა მერებაშვილმა, ლუკა ჭაკუამ, გიორგი ბერძენიშვილმა და მათე ბერუაშვილმა დადეს.
პრაღაში ფინალური შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართება. უმცროსი ბორჯღალოსნები ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი 14 ნოემბერი, 20:30 საათზე დაიწყება.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდელთა შორის
ნახევარფინალი. 10 ნოემბერი. პრაღა (ჩეხეთი). „მარკეტა სთედიუმი“
საქართველო - ნიდერლანდები 24:19 (19:7)
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. ალექსანდრე მამაიაშვილი, 12. ბართლომე ხამაშურიძე, 11. ნიკოლოზ ლაგვილავა, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;
შერკინება: 1. საბა მერებაშვილი, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გეგა გიორგობიანი, 4. ნიკოლოზ ხარებავა, 5. ნიკოლოზ ფანცულაია, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი (კაპ.), 8. ლუკა შულაია.
მარქაფა: 16. საბა ჯიბღაშვილი, 17. ლუკა ბარბაქაძე, 18. გიორგი ბერძენიშვილი, 19. დავით ლაცაბიძე, 20. გიორგი სუთიაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. რეზი ცხვედიანი; 24. გოგა ბერიძე, 25. მიხეილ მგალობლიშვილი, 26. ნიკა ჯანგულაშვილი.
ესპანეთი - ჩეხეთი (21:30)












