კომო მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია ევროპულ ფეხბურთში. იტალიური კლუბი განვითარების ახალ ეტაპს გადის, გუნდში ხარისხიანი ფეხბურთელები იკრიბებიან, სესკ ფაბრეგასის ხელმძღვანელობით კი გუნდი პროგრესს აგრძელებს. კომოს ამბიციური გეგმები აქვს და უკვე ნათელია, რომ კლუბი მხოლოდ დღევანდელი შედეგებით არ შემოიფარგლება. ამ წარმატების ერთ-ერთი, თუ არა მთავარი შემოქმედი კი არგენტინელი ნიკო პასია, რომლის შესახებაც ამ სტატიაში ვისაუბრებთ.
ფეხბურთელი საოცარ ფორმაშია და სეზონის განმავლობაში უკვე 6 გოლსა და 8 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. პასი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მისი თამაში კომოს წარმატებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს.
თუმცა, დიდი ალბათობით, არგენტინელი ათიანი იტალიურ კლუბს 2027 წელს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, რეალ მადრიდი ფეხბურთელის დაბრუნებას აპირებს და მის კონტრაქტში არსებულ გამოსყიდვის უფლებას (buy-back), რომლის ღირებულებაც €80 მილიონ შეადგენს, გამოიყენებს.
ჯერჯერობით გადაწყვეტილება საბოლოო არ არის, თუმცა კომოში მიაჩნიათ, რომ პასის სამეფო კლუბში დაბრუნება თითქმის გარდაუვალია. ფლორენტინო პერესს არგენტინელის მადრიდში ხილვა ძალიან სურს და, როგორც ჩანს, რეალი უკვე მომავალი წლისთვის გეგმავს მის დაბრუნებას.
















