ჰენრი სეხუდო არ თვლის, რომ პიოტრ იანი UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. ოლიმპიურმა ჩემპიონმა არგუმენტად მოიყვანა ის ფაქტი, რომ რუსმა მებრძოლმა ქამარი მხოლოდ ერთხელ დაიცვა. ამერიკელმა ვეტერანმა გამოარჩია დომინიკ კრუზი, ტიჯეი დილაშოუ და ალჯო სტერლინგი.
"იანმა დაამარცხა დვალიშვილი, რის შემდეგაც დაიწყო საუბრები, რომ ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლია. არ ვეთანხმები აღნიშნულ მოსაზრებას, რადგან პიოტრმა ქამარი მხოლოდ ერთხელ დაიცვა. გვახსოვს კრუზი, დილაშოუ და სტერლინგი, რომელმაც 2-ჯერ მოუგო რუს მებრძოლს", - განაცხადა "ტრიპლ სიმ".
შეგახსენებთ, რომ "დაუნდობელმა" ქართველ ყოფილ ჩემპიონს ქამარი დააკარგვინა გასული წლის დეკემბერში, ტრილოგიაში კი მან კიდევ ერთხელ მოიგო. აქვე დავამატებთ, მერაბმა ქამარი დაიცვა 3-ჯერ: შონ ო'მალისთან, კორი სენდჰეგენთან და უმარ ნურმაგომედოვთან.
















