ფრანგული გამოცემა L’Équipe-ის ინფორმაციით, კილიან მბაპესა და ზინედინ ზიდანს შორის ურთიერთობა ისეთი ჰარმონიული აღარ არის, როგორიც ფეხბურთელს დიდიე დეშამის ხელმძღვანელობით ჰქონდა.
განსაკუთრებული უკმაყოფილება მბაპეს გარკვეულმა ტაქტიკურმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის კაპიტანი ბოლომდე ვერ ხვდებოდა ზიდანის ჩანაფიქრს, მათ შორის, თურქეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მარცხენა ფლანგზე მის განმწესებას.
როგორც ირკვევა, ბოლო სანაკრებო შეკრების დროს, ზიდანსა და მბაპეს შორის კომუნიკაციაც მინიმუმამდე იყო შემცირებული და ისინი ერთმანეთს თითქმის არ ესაუბრებოდნენ.
არსებული ვითარების შესახებ ინფორმირებული ზინედინ ზიდანი ახლა ურთიერთობის გამოსწორებასა და კაპიტანთან არსებული უთანხმოების მოგვარებას ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ნოემბრის თვეში ორ შეხვედრას გამართავს - იტალიისა და თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ.












