დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ემილ ისმაილოვი კრივში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. 55 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ისმაილოვი უბრძოლველად გავიდა. მისი ნახევარფინალური მეტოქე, კანადელი ლისანდრო გარსია რებელო, ხელის მძიმე ტრავმის გამო ტურნირს გამოეთიშა.
12 ნოემბრის ფინალში ემილ ისმაილოვი ავსტრალიელი მარლი დოდისა და შვედი ზაჰირ ჩანგაზის ორთაბრძოლაში გამარჯვებულს შეხვდება. მათი ნახევარფინალი დღეს, 11 ნოემბერს, თბილისი დროით 22:30 საათზეა დაგეგმილი.
ისმაილოვმა მეოთხედფინალში რამზი ჰილალს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (5:0) მოუგო. ფინალში გასვლით ქართველმა მოკრივემ მინიმუმ ვერცხლის მედალი გაინაღდა
















