ქართველი მებრძოლის, UFC-ის ყოფილი ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია თბილისში ოფიციალურად გაიხსნა.
აკადემიის შესახებ, მერაბ დვალიშვილმა, La Gazzetta dello Sport Georgia-სთან ისაუბრა:
„ჩემი ოცნება იყო, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების დარბაზი გვქონოდა და ყველა მებრძოლს შეძლებოდა ვარჯიში. მადლობა ღმერთს, გავხსენით ეს დარბაზი.
დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემპიონი გვეყოლება აქ და ბევრი ბავშვი შეიცვლის ცხოვრების წესს, უარს ეტყვის არაჯანსაღ ცხოვრების წესს და იცხოვრებს ჯანსაღად.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, პროფესიონალ მებრძოლებს ხელი შევუწყოთ და განვითარებაში დავეხმაროთ. დარწმუნებული ვარ, ის პროფესიონალი მებრძოლები, რომლებიც დღეს ვარჯიშის გამო საზღვარგარეთ იმყოფებიან, მჯერა, დაბრუნდებიან და ივარჯიშებენ ამ დარბაზში“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

















