საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თავის ფეხბურთელზე, დეზირე დუეზე ისაუბრა, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია.
"დეზირე ისეთი მოთამაშეა, რომელიც ზედმეტად არაფერზე იღელვებს. ის ისე თამაშობს, თითქოს ისევ თავის უბანში იყოს.
მომწონს ეს უდარდელი დამოკიდებულება, რადგან მოედანზე სწორედ ასეთი უნდა იყო. რაც მასში განსაკუთრებით მომწონს, ისაა, რომ რჩევების მიღება შეუძლია.
როცა ასეთი ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც ძალიან კარგია და დიდებულ რამეებს აკეთებს, მაინც ფიქრობს: „შემიძლია კიდევ უფრო გავუმჯობესდე და მზად ვარ, სხვებს მოვუსმინო“ - ეს მართლაც საოცარია", - ამბობს ზიდანი.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუაზე ორ მატჩს გამართავს - იტალიის და თურქეთის წინააღმდეგ.









![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)


