ძიუდოს ლეგენდამ, სამგზის ინდივიდუალურმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტედი რინერმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა და დაადასტურა, რომ 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
"მე ტედი რინერი ვარ და დღეს პირდაპირ გეუბნებით: 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატი ვიქნები."
"ბრძოლა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. ვიცი, რას ნიშნავს ბრძოლა, დაცემა და ყოველთვის ფეხზე წამოდგომა. ვიცი, რას იტყვიან ჩემზე: „გაგიჟდა. პოლიტიკური სისტემის ნაწილი არ არის. პოლიტიკის წესები არ იცის. პოლიტიკაში არასდროს ყოფილა“. თუ თავის დაუხრელობა და ქაოსზე უარის თქმა სიგიჟეა, მაშინ დიახ, სრულიად გიჟი ვარ" — აღნიშნა რინერმა.
ფრანგულ გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში რინერმა განაცხადა, რომ პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად სპორტული კარიერის გაგრძელებასაც გეგმავს. მისი თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაშიც კი სურს 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე გამოსვლა თუ თანამდებობა ამის საშუალებას მისცემს.
ტედი რინერი მძიმე წონაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია (2012, 2016, 2024), გუნდურ შეჯიბრებაში კი კიდევ ორი ოლიმპიური ოქრო აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, ფრანგი ძიუდოისტი მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონია.









![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)


