მადრიდის რეალმა ვალენსია ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ყველა ტურნირზე ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად წარმატებული შედეგისა, მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო სანაკრებო პაუზის წინ კრიტიკულია.
პორტუგალიელი სპეციალისტის განცხადებით, ფეხბურთელებს დატვირთული გრაფიკის გამო სათანადო დასვენების შესაძლებლობა არ აქვთ. მისი თქმით, მატჩების ყოველ სამ დღეში ჩატარების შემდეგ მოთამაშეები ეროვნულ ნაკრებებში გადაღლილები მიდიან, რაც ტრავმების რისკს ზრდის.
„გულწრფელად გეტყვით, სანაკრებო პაუზა მაფიქრებს. ჩემი სურვილი იქნებოდა, ფეხბურთელები ჩემთან და სამწვრთნელო შტაბთან დარჩენილიყვნენ, რათა მათი აღდგენისთვის განსაკუთრებული ყურადღება მიგვექცია, თუმცა ისინი ეროვნულ ნაკრებებში გაემგზავრებიან“, - განაცხადა მოურინიომ.
მოურინიოს მიმართვა ნაკრების მწვრთნელებს
„განსაკუთრებით მინდა მივმართო ეროვნული ნაკრებების მწვრთნელებს. არასდროს მიმუშავია ეროვნულ გუნდში, თუმცა მესმის, რომ თითოეულ მწვრთნელს ვარჯიშებისა და საკუთარი გუნდის მომზადების სურვილი აქვს. მიუხედავად ამისა, ამ ფეხბურთელებს ახლა დატვირთვა არ სჭირდებათ. მათ დასვენება და ძალების აღდგენა ესაჭიროებათ, რათა სანაკრებო მატჩებისთვის მზად იყვნენ“, - აღნიშნა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
მოურინიომ ისიც აღიარა, რომ ეროვნული ნაკრების მწვრთნელის რანგში შესაძლოა თავადაც კლუბების ინტერესების საწინააღმდეგოდ ემოქმედა.
„არ მინდა ამ საკითხზე ზედმეტი საუბარი, რადგან არ ვიცი, ოდესმე თუ ვიმუშავებ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. თუმცა ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში კლუბებისთვის საკმაოდ რთული ადამიანი ვიქნებოდი, რადგან მხოლოდ საკუთარ გუნდსა და მის ინტერესებზე ვიფიქრებდი. სწორედ ამიტომ არავისთან დარეკვას არ ვაპირებ, მათ შორის არც ჩემს მეგობარ კარლო ანჩელოტისთან“, - თქვა მან.









![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)


