საქართველო კიდევ ერთხელ უმასპინძლებს Taste & Play-ს — ევროპის საუკეთესო სამოყვარულო გოლფ ტურნირს, რომელიც ქვეყნის სპორტულ და ტურისტულ ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
Taste & Play-მა ისტორია შექმნა. იმ დროს, როდესაც მსოფლიო გოლფის რუკაზე საქართველო არ არსებობდა, ტურნირის ორგანიზატორებმა შეძლეს და ჩაატარეს ღონისძიება, რომელიც ორგანიზების უმაღლესი დონით, სპონსორთა ინტეგრაციის ინოვაციური მეთოდებით, უნიკალური პრიზებითა და საჩუქრებით გამოირჩეოდა, ეტალონურ ივენთად იქცა და დამსახურებული აღიარება მოიპოვა.

წელს ტურნირის სპონსორებს შორის კვლავ მსოფლიო ბიზნესის ლიდერები არიან: Hackett, Citadeli, Engo Group, Zarapkhana, Omega MBR, Baza Group, Elite Skills Arena, Renew Group, Askaneli, Rompetrol, Imposti.
მთავარი მედია პარტნიორი - მსოფლიო სპორტი.
მედიის უპირობო ლიდერი La Gazzetta Dello Sport Georgia, World Sports, Lelo, 1 Arkhi, TV Imedi.
ტურნირი სამ დღეს გაგრძელდება და მონაწილეებს სპორტულ შეჯიბრებასთან ერთად მრავალფეროვან ღონისძიებებსაც შესთავაზებს. პროგრამა მოიცავს სავარჯიშო დღეს, ორ სატურნირო დღეს, თემატურ ვახშმებსა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას.
განრიგი:
6 ნოემბერი - სავარჯიშო დღე, Welcome ვახშამი.
7 ნოემბერი - პირველი სატურნირო დღე, ქართული ვახშამი.
8 ნოემბერი - ტურნირის საფინალო დღე, გალა ვახშამი და დაჯილდოების ცერემონია.
Taste & Play კიდევ ერთი შესაძლებლობაა, საქართველომ საერთაშორისო გოლფის სამყაროში საკუთარი ადგილი კიდევ უფრო განიმტკიცოს და უმასპინძლოს მნიშვნელოვან სპორტულ და ბიზნესღონისძიებას.











