ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის რეალი ვალენსიას დაუპირისპირდა და 3:0 დაამარცხა. სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კი ისტორიული რეკორდი დაამყარა.
კერძოდ,ლა ლიგაში, იმ მწვრთნელებს შორის, რომლებსაც 100 ან მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული, მოურინიოს გამარჯვებათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 77% აქვს. ეს შედეგი რეკორდულია იმ მწვრთნელთა შორის, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში სულ მცირე 100 მატჩში უხელმძღვანელია გუნდისთვის.
ჟოზემ აჯობა ბარსელონას ყოფილ მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებული მატჩების 76,3% მოიგო. გვარდიოლას მოსდევენ კარლო ანჩელოტი (71,1%), ჩავი (69,6%), ზინედინ ზიდანი (67,8%) და ლუის ენრიკე (66,4%).
შეგახსენებთ, რომ 12 ტურის შემდეგ რეალს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს.









![[VIDEO] სანდრო მამუკელაშვილის სოლიდური პერფორმანსი და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F6LfHIWEhnVrUQs5joWopUYtvezWKb1GJ.png&w=3840&q=75)


