ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ და ნაკრების თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა, პსჟ-ის ახალგაზრდა ფეხბურთელ დეზირე დუეზე ისაუბრა და მის მიმართ განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოხატა.
ზიდანის განცხადებით, დუეს თამაშსა და დამოკიდებულებაში გარკვეულწილად საკუთარ ახალგაზრდობას ხედავს.
„როდესაც მას ვუყურებ, ცოტათი საკუთარ თავი მახსენდება, როცა ფეხბურთელი ვიყავი.
ის, რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს, უბრალოდ შესანიშნავია. მას განვითარება სურს, უნდა, რომ ტიტულები მოიგოს და ძალიან ყურადღებით უსმენს გარშემომყოფებს.
მეც ყოველთვის მინდოდა პროგრესი, მსურდა უფროსი და გამოცდილი ფეხბურთელებისგან მესწავლა და მომესმინა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩემს გარშემო იყვნენ.ვფიქრობ, დეზირეც სწორედ ასე იქცევა და ამას ძალიან კარგად აკეთებს“, - განაცხადა ზიდანმა.












