ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა სტივ ჯერარდმა ბარსელონას 19 წლის შემტევზე ლამინ იამალზე ისაუბრა და ის კრიშტიანო რონალდუსა და ლეო მესის შეადარა.
"ლამინ იამალი მოედანზე ისეთ რაღაცეებს აკეთებს, რაც 19 წლის ფეხბურთელისგან აქამდე არასდროს მინახავს.
ჩემს კარიერაში მესისთანაც მითამაშია და რონალდუსთანაც, მაგრამ იამალზე ამ ასაკში მათზე უფრო განვითარებულია.
შეძლებს თუ არა ის მესის და რონალდუს მსგავსად სტაბილურობის შენარჩუნებას? - ამას დრო გვიჩვენებს., თუმცა თუ სამივეს 19 წლის ასაკს შევადარებთ, იამალი უფრო წინაა", - განაცხადა ჯერარდმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ფეხბურთელი უკვე გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე 3-ჯერ მოიგო წლის საუკეთესო ახალგაზრდას ჯილდო.












