მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა პოლ სქოულზი წითელი ეშმაკების ცუდ სეზონს ეხმაურება და ფეხბურთელებს ერთი რამის გამო აკრიტიკებს.
პოლ სქოულზი უკმაყოფილოა იმით, რომ მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები მატჩების შემდეგ მუდმივად გულშემატკივრებთან მიდიან.
„გეტყვით, რა უნდა გააკეთონ ფეხბურთელებმა: უნდა შეწყვიტონ ეს „საპატიო წრეები“ ყოველი თამაშის შემდეგ.
ეს რა ჯანდაბაა? საშინელებაა. ღმერთო ჩემო, უბრალოდ სამარცხვინოა! ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თითოეული მატჩი სეზონის ბოლო თამაში იყოს. უბრალოდ, გადით მოედნიდან!", - აცხადებს სქოულზი.
შეგახსენებთ, რომ 10 ტურის შემდეგ მანჩესტე იუნაიტედს მხოლოდ 8 ქულა აქვს და პრემიერ ლიგის გასვარდნ ზონაშია.












