ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა! დღეს გაიმართება ფაზის მეოთხე ტურის ცხრა მატჩი, მათ შორის ყველაზე საინტერესო აფიშა კი აქვს მიუნხენის ბაიერნის სტუმრობას მადრიდში, ატლეტიკოსთან. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ატლეტიკო VS ბაიერნი | 23:55
ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის სეზონი დაიწყო ბოდო გლიმტის განადგურებით, შემდეგ კი ითამაშა ზედიზედ ორი ფრე, არსენალსა და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ვიკინგთან. დაახლოებით იგივე სიტუაციაშია ატლეტიკოც: წაგება ლივერპულთან, მოგება მანჩესტერ იუნაიტედთან და ფრე შტუტგართან.
მიუნხენური გუნდი მადრიდში ჩადის საკადრო პრობლემებით - ლუის დიასი, სერჟ გნაბრი, ჟამალ მუსიალა და ისმაელ საიბარი. ამის გარდა, ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესს გადის ვენსან კომპანი და მის ნაცვლად "რეკორდმაისტერის" დამრიგებლის მოვალეობას შეასრულებს მისი ასისტენტი, აარონ დანკსი.
"როხიბლანკოსში" ამ მხრივ უფრო პოზიტიურად არის ყველაფერი, მხოლოდ ჯონი კარდოსო და მორტენ ჰიულმანდი. ეს იქნება ამ გუნდების რიგით მე-9 შეხვედრა და რაც შეეხება წინა დუელებს, 4-ჯერ მოიგო ბაიერნმა, 2-ჯერ - ატლეტიკომ, 2 თამაში ფრედ დასრულდა. აუცილებლად სახსენებელია ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1974-ის უნიკალური ფინალი, რომელიც სწორედ მიუნხენელებსა და მადრიდელებს შორის ჩატარდა.
უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ "რეკორდმაისტერმა" და "როხიბლანკოსმა" ორი მატჩი გამართეს. პირველი დაპირისპირების ძირითად დროში დაფიქსირდა უგოლო ფრე, ექსტრა ტაიმებში კი 1:1, პენალტების სერია ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე მხოლოდ 1984-დან იქნა შემოღებული.
120 წუთმა ვერ გამოავლინა გამარჯვებული, რის შემდეგაც პირველი მატჩიდან ორ დღეში დაინიშნა ფინალის გადათამაშება, რომელშიც უდო ლატეკის შეგირდებმა ვისენტე კალდერონის მკვიდრები 4:0 გაანადგურეს. ესპანური გუნდის საუკეთესო მოგონება უკავშირდება ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2015/16-ის სეზონის 1/2 ფინალს, რომელშიც დიეგო სიმეონეს ბიჭებმა სწორედ ალინც არენას ბინადრებს მოუგეს.
ჩემპიონთა ლიგის სამშაბათის მატჩის დღე
| გალათასარაი - შტუტგარტი | 21:45 |
| შახტარი - სპორტინგი | 21:45 |
| ატლეტიკო - ბაიერნი | 23:55 |
| მანჩესტერ იუნაიტედი - რომა | 23:55 |
| ბარსელონა - ასტონ ვილა | 23:55 |
| ვილიარეალი - პსჟ | 23:55 |
| ფეიენორდი - ინტერი | 23:55 |
| ბოდო გლიმტი - ლილი | 23:55 |
| ლასკი - სლოვანი | 23:55 |












