ნურმაგომედოვების გუნდის უღირს საქციელს სპორტული სამყარო ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ რიცხვობრივ უმრავლესობაში მყოფი დაღესტნელები მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს უკნიდან თავს დაესხნენ.
ისრაელ ადესანია - "გველებმა შეიძლება შეიცვალონ ტყავი, მაგრამ ყოველთვის გველებად დარჩებიან. საბოლოო ჯამში, ორივე გამარჯვებული ხართ".
ნიკოლოზ ბასილაშვილი - "არაკაცური, არასპორტული საქციელი! მერაბ, შენს გვერდში ვართ, როგორც ყოველთვის".
რომან დოლიძე - "ყველაფერს თავის სახელი უნდა ერქვას! ჩვენი ქართული ძალა ჩვენს ერთობაშია, სიმართლეშია".
არიელ ჰელვანი - "პატივისცემა საბას. ეს ბიჭი გმირია".
ალექს ერნანდესი - "ეს ყველა დროის ყველაზე მდაბიო და საზიზღარი საქციელია. როცა მიდიოდნენ, კამერა უკვე მომართული ჰქონდათ. შეიკრიბნენ, წრეში განიხილეს, მერე მივიდნენ, ხელი მიადეს და სილა გააწნეს. თან ამ ყველაფერს იღებდნენ, რაც საერთოდ სიგიჟეა. უბრალოდ ის ფაქტი, რომ ეს წინასწარ დაგეგმეს და გადაიღეს... საერთოდ ვერ ვხვდები, რა ჩანაფიქრი ჰქონდათ ამით ან რის მიღწევას ცდილობდნენ".
ბრენდონ როივალი - "იცით მაგ ყველაფერში ყველაზე მაგარი რა იყო? ის ბიჭი, ვინც მერაბთან ერთად იყო, უკან არ დაუხევია, ძმაო. 10 კაცი 2-ზე იყვნენ, ფაქტობრივად".
შონ სტრიკლენდი -"უსმან ნურმაგომედოვი ნაძირლობის განსახიერება არის. ეს ადამიანები ისე იქცევიან, თითქოს მაგარ ბიჭები იყვნენ, სინამდვილეში კი ძაღლებივით არიან, რომლებიც ზურგს უკან დასასხმელად გელოდებიან....ეს მუსლიმური ქცევაა, თუ უბრალოდ ნაძირლობა?".
ილია თოფურია - "მშიშრების ხროვა ხართ! პასუხს აგებთ იმაზე, რაც ჩაიდინეთ. ყველაფერი ხართ კაცების გარდა. როგორც იუწყებიან, უსმანი იმ მშიშრებთან ერთად დააკავეს, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ. და ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც თავმდაბლობასა და პატივისცემაზე ქადაგებას ბედავენ?
რა სირცხვილია. მშიშრების გუნდი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საშუალო დონის ინდივიდები იყავით, ახლა კი ბოლო ეჭვიც გაფანტეთ. ღირსება, პატივისცემა და თავმდაბლობა ის სიტყვები არ არის, რომლებსაც ქადაგებ. ეს ის ღირებულებებია, რომლებითაც ცხოვრობ. თქვენ კი არცერთი მათგანი არ გაგაჩნიათ!".
რა თქმა უნდა, კონორ მაკგრეგორიც, ვინც სოციალურ ქსელში თოფურიას სახით ის ფოტო დადო, სადაც თვითონ ხაბიბ ნურმაგომედოვის ავტობუსს თავს დაესხა.















