აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა კონორ მაკგრეგორი, ვინც წლების განმავლობაში საუბრობდა დაღესტნელების უღირს ქმედებებზე. ის, რაც შეემთხვათ მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს, ირლანდიელმა მებრძოლმა გამოიარა დიდი ხნის წინ, მაგრამ იმ დროს არავინ უსმენდა.
"დაღესტნელი ხალხი - ესენი არიან მშიშრები, ვინც მხოლოდ მაშინ არიან ძლიერები, როცა ბრბოდ დგანან. როგორც კი მარტო დატოვებ, ისინი სულ სხვანაირად იქცევიან. როცა საქმე ეხება პატივისცემას, ისინი პირველები არღვევენ მას. ისინი არიან უკან, მთებში დამალული მშიშრები. როცა ლაპარაკი იწყება, ლომებივით არიან, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, გარბიან", - აცხადებდა "ნოტორიუსი".
ყველაფერი კი დაიწყო მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის კონფლიქტით, რომლის დროსაც რამდენიმე მსგავსი ინციდენტი იყო. ორი დივიზიონის ყოფილი ირლანდიელი ჩემპიონის ახლო მეგობარი და სპარინგ-პარტნიორი, არტემ ლობოვი, ერთ-ერთ ინტერვიუში დაღესტნელ მებრძოლს შეეხო და მას მშიშარა უწოდა.
მიზეზი - იმის გამო, რომ "არწივი" ხშირად აუქმებდა ბრძოლებს ტრავმების ან წონის დაკლების პრობლემების გამო. UFC 223-ის წინ, ნიუ-იორკის სასტუმროს დერეფანში, ნურმაგომედოვი თავის გუნდთან ერთად სწორედ რუს-ირლანდიელს დაადგა. მომავალმა ჩემპიონმა კეფაში ხელი მოჰკიდა ლობოვს, შეურაცხყოფა მიაყენა და მოსთხოვა განმარტება, თუ რატომ უწოდა მას მშიშარა.
რუს-ირლანდიელ მებრძოლს ბოდიშის მოხდა მოუწია, ხოლო ამ ინციდენტის ვიდეო ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა.როდესაც კონორმა შეიტყო, თუ როგორ მოექცა დაღესტნელი მებრძოლი მის მეგობარს, ირლანდიიდან სასწრაფოდ კერძო თვითმფრინავით ნიუ-იორკში გადაფრინდა თავის დაახლოებით 20-კაციან გუნდთან ერთად.
განრისხებულმა "ნოტორიუსმა" ავტობუსის მიმართულებით რკინის სკამი ისროლა და ფანჯარა ჩაამსხვრია.ამ ყველაფერმა საფუძველი ჩაუყარა UFC 229-ს, რომელზეც კონფლიქტი ჩხუბის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. ხაბიბი გადახტა ოქტაგონიდან დილონ დენისთან საჩხუბრად, მაკგრეგორს კი დაღესტნელები დაესიენ.















