ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ესპანეთის ნაკრების მატჩში ლამინ იამალის არყოფნამ უამრავი ვარაუდი და ეჭვი გააჩინა.ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ (RFEF) ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდის ატლეტიკოსთან მატჩის შემდეგ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის არეში დისკომფორტი ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ჩეხეთის წინააღმდეგ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა და გამოჯანმრთელების პროცესს ბარსელონაში გააგრძელებდა.
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთელი პირველ მატჩში მონაწილეობას განზრახ თავს არიდებდა.ამან ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელზე, ლუის დე ლა ფუენტეზე, დიდი გაღიზიანება გამოიწვია. მწვრთნელმა განსაკუთრებით მკაცრი განცხადება გააკეთა:
„ყველაზე მეტად ტყუილი, სიმართლის ნაკლებობა და გამოგონილი ისტორიები არ მიყვარს.ყველაფერი დეტალურად მოვყევი, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომ ხალხმა რეალური ვითარება გაიგოს. ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც სხვების მოტყუებასა და ტყუილის გავრცელებას ცდილობენ“, — განუცხადა მან MARCA-ს.
🚨 Luis DE LA FUENTE répond aux interrogations sur la blessure de Lamine YAMAL et son absence face à la Tchéquie 🇪🇸🤕 👇 : 🗣️ « PARLER SANS SAVOIR, c’est ce qu’il y a de PLUS TRISTE ET LAMENTABLE dans la vie. Je suis là pour apporter des éclaircissements. Lamine s’est blessé lors du dernier match. Il a passé une IRM à Barcelone et ils ont constaté une INFLAMMATION ET DU LIQUIDE DANS LE GENOU. Cela nécessitait du repos. (…) J’ai préféré qu’il reste chez lui, qu’il s’entraîne avec son club et qu’il nous rejoigne vendredi s’il est en état de le faire. » 🎥 @teledeporte https://t.co/38TIxJTzm9
— Actu Foot (@ActuFoot_) November 11, 2026
ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას სამედიცინო შტაბებს შორის მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, ორივე მხარემ ფეხბურთელთან და ლუის დე ლა ფუენტესთან შეთანხმებით გადაწყვიტა, როგორ ემოქმედათ.
„ლამინს მუხლზე ანთებითი პროცესი აქვს. ჩვენმა სამედიცინო სამსახურმა ის შეამოწმა და მე გადავწყვიტე, რომ ზედმეტი რისკის თავიდან ასაცილებლად უმჯობესი იქნებოდა, სახლში დარჩენილიყო და კლუბთან ერთად გაეგრძელებინა ვარჯიში.
როცა ადამიანი საკითხზე სრული ინფორმაციის გარეშე საუბრობს, ეს სამწუხარო და სავალალოა. სწორედ ამიტომ მოვედი, რომ ყველაფერი ნათელი გავხადო.
„გარედან გავრცელებული განცხადებები არ მაწუხებს, რადგან მე თავად ვარ აქ იმისთვის, რომ ყველაფერი განვმარტო.
ხალხი ისეთ არგუმენტებს იგონებს, რომლებსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს.ლამინს არანაირი პრივილეგია არ აქვს. ზუსტად იმავეს გავაკეთებდით ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის შემთხვევაშიც“, — განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.












