კონფერენს ლიგის მიმდინარე სეზონის მე-4 ტურში, იბერია 1999-მა თბილისში ხეტაფეს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის შუაში გავიდა — 25-ე წუთზე თავი გიორგი ქობულაძემ გამოიჩინა და თბილისურმა გუნდმა პირველი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
იბერია 1999 1-0 ხეტაფე
გოლი: 1-0 გიორგი ქობულაძე
4 მატჩის შემდეგ, იბერია 1999-ის ანგარიშზე 4 ქულა და 23-ე ადგილია. მომდევნო ტურში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ცვერნა ზვეზდას უმასპინძლებს.




![[VIDEO] არეულობა ბათუმში - ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Ff6KSfzcz0nBx2WcTduZByB6GaRY9yvLj.png&w=3840&q=75)






