ბათუმში ბეშიქთაშისა და ჰაპოელ ბეერ შევას მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა. თურქი გუნდის გულშემატკივრებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც პოლიციას დამატებითი ძალების მობილიზება და სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწია.
ინციდენტები შეხვედრის დაწყების შემდეგაც გაგრძელდა. დაპირისპირების გამო მსაჯმა თამაში დროებით შეაჩერა და ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანა. ტრიბუნებზე არეულობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, პოლიცია კი გულშემატკივრების დამშვიდებას ცდილობდა. მოგვიანებით ვითარება განიმუხტა და მატჩი განახლდა.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თავდაპირველად სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა უსაფრთხოების საკითხების გამო უეფამ მისი ნეიტრალურ მოედანზე გადატანა გადაწყვიტა. საბოლოოდ, მატჩის მასპინძლად ბათუმის არენა შეირჩა. შეხვედრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქალაქში სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზაცია იყო.
This evening, during the UEFA Europa League match between Beşiktaş (Turkey) and Hapoel Beer Sheva (Israel) in Batumi, Georgia, Georgian police attacked Beşiktaş supporters who unfurled Palestinian flags and attempted to prevent them from displaying the flags. https://t.co/WJywZr91D5
— Antifa_Ultras (@ultras_antifaa) November 26, 2026
— Gürcistan polisinin Beşiktaş taraftarına saldırdığı anlar. https://t.co/XqHkXmgjuq
— postmodern (@postmmodern) November 26, 2026
The moment Batumi police were hit by stones thrown by Besiktas fans https://t.co/KN2yWKmjIQ
— Football Fans Stuff (@officialffsnews) November 26, 2026
ინფორმაცია განახლებადია...
![[VIDEO] არეულობა ბათუმში - ბეშიქთაშის გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Ff6KSfzcz0nBx2WcTduZByB6GaRY9yvLj.png&w=3840&q=75)










