როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნისა და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ოქროს ბურთის მფლობელი გახდა.
ჰარი კეინი თავის თანაგუნდელზე, მაიკლ ოლისეზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ მომავალში ოქროს ბურთს აუცილებლად მოიგებს.
"ვფიქრობ, ბაიერნის რამდენიმე ფეხბურთელს აქვს პოტენციალი, რომ ოქროს ბურთის მფლობელი გახდეს.
ყველაზე მეტად კი მისი მოგება მაიკლ ოლისეს შეუძლია. წელს ის საუკეთესო 10-ეულში იყო, ერთ დღეს კი ეს აუცილებლად მოხდება და ოლისე ოქროს ბუთს მოიგებს
"
შეგახსენებთ, რომ ოლისემ ოქროს ბურთის გამოკითხვაში 296 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილი დაიკავა.












