გავლენიანი იტალიური გამოცემები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ცნობილი ხდება, ფრანჩესკო კამარდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მილანის დატოვებას გეგმავს. ლომბარდიულ კლუბში ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს იჯარა სჭირდება, რათა სათამაშო დრო მიიღოს და მომდევნო სეზონს კიდევ უფრო მომზადებული შეხვდეს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს რუბენ ამორიმმა კამარდას სხვა გუნდში გადასვლა დაბლოკა და იტალიელი ფეხბურთელი გუნდში დატოვა. მიუხედავად ამისა, 18 წლის ფეხბურთელმა სეზონი ძალიან მძიმედ დაიწყო და, როგორც ჩანს, პორტუგალიელმა სპეციალისტმაც გადაწყვეტილება შეცვალა და იტალიელი ფორვარდის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.
ზემოხსენებული წყაროების ინფორმაციით, კამარდას აგენტს რამდენიმე კლუბი უკვე დაუკავშირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად იტალიელი ფეხბურთელის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
















