გავლენიანი ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, მაიკლ კერიკის საათები დათვლილია და ინგლისელი სპეციალისტი მანჩესტერ იუნაიტედს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დატოვებს. მეტიც, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, "წითელი ეშმაკები“ 45 წლის მწვრთნელს დაკავებული თანამდებობიდან დღის ბოლომდე გაათავისუფლებენ.
მიუხედავად იმისა, რომ კლუბმა კერიკს გასულ კვირებში გარკვეული ნდობა გამოუცხადა, ხელმძღვანელობამ მისი გუნდიდან გაშვება მაინც გადაწყვიტა.
ვინ შეცვლის მაიკლ კერიკს?
ზემოხსენებული წყაროების ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის რჩეული მაურისიო პოჩეტინოა, რომელთანაც პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია.

ოლდ ტრაფორდის ბინადრები არგენტინელი სპეციალისტის კონტრაქტში ჩაწერილ გამოსასყიდ თანხას უახლოეს დღეებში გადაიხდიან, რის შემდეგაც პოჩეტინო ამერიკის ეროვნულ ნაკრებს დატოვებს და მანჩესტერ იუნაიტედს ჩაიბარებს.













