ინტერის ბანაკიდან ახალი ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ცნობილი ხდება, მარკუს ტურამმა და ანჟ-იოან ბონიმ ტრავმები მიიღეს და "ნერაძურის“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარებიან.

ტურამმა საფრანგეთის ნაკრების შეკრება უკვე დატოვა. როგორც ცნობილი ხდება, 29 წლის ფორვარდმა მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა. ფრანგ ფეხბურთელს დამატებით გამოკვლევებს უახლოეს საათებში ჩაუტარებენ, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რამდენ ხანს მოუწევს უქმობა.
რაც შეეხება ბონის, 23 წლის ფეხბურთელმაც ტურამის მსგავსად ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო. არსებული ინფორმაციით, ინტერის თავდამსხმელი მოედანს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება.











